საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ფორმულას ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ "პრეზიდენტი დუმს".
"როგორ არის თქვენი [ჟურნალისტების] საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს", - აცხადებს ზურაბიშვილი.
***
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა.
სასამართლომ გვარამია გარდა ავტომობილის ეპიზოდისა, დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.
ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.